იგოეთთან ავტოსაგზაო შემთხვევისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, დაშავებულთაგან 4 ბავშვია.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იგოეთის სიახლოვეს მოხდა, ,,მიცუბიშის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ავტობანის ბეტონის ჯებირს შეეჯახა.

არსებული ინფორმაციითვე, სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ავტომობილში მყოფი 2 პირი და 4 არასრულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები