თერჯოლის მერი, ლაშა გოგიაშვილი გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თერჯოლის მერი, ლაშა გოგიაშვილი დაიღუპა.

შემთხვევა თერჯოლის სოფელ სეფარეთის ტერიტორიაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოტოციკლის და ტრაილერის შეჯახების შედეგად, გოგიაშვილმა მძიმე დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები