ქუთაისში EU4Culture-ს ქალაქების ქსელის მეორე რეგიონული კონფერენცია გაიმართა

6-7 ოქტომბერს, ქუთაისში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EU4Culture-ის ორგანიზებით, მეორე რეგიონული კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია მიზნად ისახავდა, თანამშრომლობის გაღრმავებას, აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა და უკრაინა) 14 ქალაქს შორის, რომლებმაც კულტურის განვითარების სტრატეგიები მოამზადეს. საქართველოდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქალაქების – ზუგდიდი, ფოთი და ქუთაისი წარმომადგენლები. კონფერენციის სესიებისა და პანელური დისკუსიების დროს, ხაზი გაესვა ქალაქებისთვის რეგიონული კულტურული თანამშრომლობის უპირატესობებს.

“სესიები ასევე დაეხმარა ქალაქებს გამოევლინათ საერთო ინტერესის სფეროები და დაეგეგმათ სამომავლო ერთობლივი აქტივობები. კონფერენციაზე EU4Culture-ის გამარჯვებულმა ქალაქებმა თავიანთი სტრატეგიები წარმოადგინეს. საქართველოდან სტრატეგია წარმოადგინა ზუგდიდმა, რომელმაც ევროკავშირისგან 300 000 ევრომდე დაფინანსება მიიღო აღნიშნული სტრატეგიის განსახორციელებლად. „EU4Culture Cities Network არის უნიკალური თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც ქალაქებს საშუალებას აძლევს გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, იპოვონ ერთმანეთთან სინერგიები და მოიფიქრონ ახალი იდეები. ეს ყველაფერი ქალაქებს დაეხმარება განავითარონ ერთმანეთს შორის კულტურული პარტნიორობა, ითანამშრომლონ საერთაშორისო პროექტებზე და გაზარდონ ქალაქების ხილვადობა რეგიონის მასშტაბით,“ – აღნიშნა კრისტოფ მასონმა, გუნდის ლიდერი ინკლუზიური საზოგადოება, სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი (DG NEAR), ევროკომისია. EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომლის მიზანია, კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის როლის გაზრდა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში. პროექტი ხორციელდება გოეთეს ინსტიტუტის (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტის, ჩეხეთის ცენტრებისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ”,- აღნიშნულია პროექტის ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები