სამტრედიის მერმა სამუშაო თათბირი გამართა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ სამსახურის ხელმძღვანელებთან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან სამუშაო თათბირი გამართა. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, დავით ბახტაძემ მიმდინარე და მოსახლეობისთვის აქტუალური საკითხები განიხილა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
“საუბარი შეეხო ასევე განსახორციელებელ პროგრამებს, პროექტებსა და საჭიროებებს, რომელიც 2023 წლის ბიუჯეტში აისახება და ადგილობრივ მოსახლეობაზე იქნება ორიენტირებული.
მერის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, მომავალი წელი წარმატებული იყოს მუნიციპალიტეტისთვის და მაქსიმალურად მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული, რაშიც თითოეული თანამშრომლის მხარდაჭერა და ჩართულობაა აუცილებელი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.