მეფე და დივა – ორი ვარსკვლავის შემთხვევითი შეხვედრა
მსოფლიო ვარსკვლავები ერთი წამითაც არ ეკუთვნიან საკუთარ თავს. ერთმა შეხვედრამ გააერთიანა სოფი ლორენი და ელვის პრესლი და ცხადია, ახლოს აღმოჩნდა ფოტოგრაფი, რომელმაც ეს მოვლენა დააფიქსირა. 1958 წლის თებერვალში ისტორია შეიქმნა.
ელვის პრესლი და სოფი ლორენი შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს სტუდიო Paramount-ის კაფეში, სადაც ორივე გადაღებებზე იყო 1958 წლის თებერვალში. ცხადია, შეხვედრა შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ფოტოგრაფმა, ბობ უილოუბიმ ეს მოვლენა შთამომავლებისთვის დააფიქსირა.
როდესაც სოფი ლორენმა მეფე დაინახა, თავად მივიდა მის გასაცნობად. უფრო სწორად, ის მასთან მივიდა, ჩაუჯდა კალთაში, აკოცა და თმა აუჩეჩა. პრესლი მაშინვე „დადნა“.
პრესლი საკუთარ თავს ყოველთვის სოფი ლორენის თაყვანისმცემლად აცხადებდა.
„მე მისი ყველა ფილმი ნანახი მაქვს, ის ჩემთვის ერთადერთია,“ – აღიარებდა პრესლი.
ის ოცნებობდა ლორენთან ერთად ფილმში გადაეღოთ და მის მენეჯერს სცენარიც კი ჰქონდა მომზადებული, რომელიც ვარსკვლავური წყვილისთვის გამოდგებოდა.
„ალბათ, ძნელია არა გამუდმებით თაყვანისმცემელი ქალების კივილის მოსმენა?“ – ჰკითხა მეფეს ლორენმა.
„პირიქით, მათ ყვირილში არ ისმის, თუ რაიმე მელოდიას გავაფუჭებ,“ – პასუხობდა ელვისი.
როგორც უილოუბი ამტკიცებს, მიუხედავად საკუთარი ქარიზმისა, ელვისმა ლორენთან შეხვედრისას დაიმორცხვა.
„ის ძალიან თავდაჯერებული იყო, მაგრამ როდესაც მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი შენს კალთაში ზის და თმებს გიჩეჩავს, შენს სიმორცხვეს ვერსად დამალავ,“ – ამართლებდა ვარსკვლავს ფოტოგრაფი.