ბიძაშვილები, რომლებიც ერთად გაიზარდნენ და შემდეგ დაქორწინდნენ

ეს ისტორია ნათესაური ურთიერთობის შესახებაა, რომელიც შემდეგ სიყვარულში გადაიზარდა. ბრიტანელი ქალი გათხოვდა თავის ბიძაშვილზე 22-წლიანი განშორების შემდეგ. როგორც ქალი ჰყვება, ისინი ერთად გაიზარდნენ, ხოლო მრავალი წლის შემდეგ ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინდნენ. ოჯახს მაშინვე არ მიუღია მათი კავშირი, მაგრამ წყვილმა მაინც გადაიხადა ქორწილი.

47 წლის შერილი და დევიდ ჰიკმენი იგლისის სამხრეთით ცხოვრობენ. მათი მამები ძმები არიან. ისინი ერთად იზრდებოდნენ, მაგრამ როდესაც 14 წელი შეუსრულდათ, დევიდის ოჯახი სხვაგან გადავიდა და მათ კავშირი დაკარგეს. 2009 წელს ბიძაშვილები ერთმანეთს შეხვდნენ და შეუყვარდათ კიდეც ერთმანეთი. როგორც ისინი ირწმუნებიან, არ აღელვებთ, თუ რას ფიქრობს საზოგადოება ასეთ არატრადიციულ ურთიერთობაზე. ისინი ახლა იხსენებენ, როგორ თამაშობდნენ ერთად ბავშვობაში. 1986 წელს დევიდის ოჯახი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად და მათი მჭიდრო კავშირი შეწყდა.

1994 წელს 22 წლის შერილმა გაიგო, რომ უშვილო იყო. 2001 წელს ყოფილ მეუღლესთან ერთად იშვილა გოგონა, რომელიც ახლა უკვე 21 წლისაა. 2007 წელს შერილი მეუღლეს გაშორდა.

2009 წელს დევიდმა ბიძაშვილს სოციალურ ქსელში მისწერა. მათ არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდათ 22 წლის განმავლობაში, ამიტომ ბევრი სასაუბრო დაუგროვდათ. როგორც აღმოჩნდა, დევიდიც გაშორებული იყო. მას შემდეგ ისინი ყოველდღე საუბრობდნენ. ექვსი თვის შემდეგ შერილმა ბიძაშვილი თავისი ქალიშვილის დაბადების დღეზე დაპატიჟა ლონდონში. მას დევიდი პირველი დანახვისთანავე შეუყვარდა. დევიდიც მიხვდა, რომ მას გრძნობები ჰქონდა ბიძაშვილის მიმართ. საღამოს ბოლოს მათ ერთმანეთს აკოცეს. მეორე დღეს შერილი ღელავდა, რომ ისინი ცუდად იქცეოდნენ, ვინაიდან მათ ნათესაური კავშირი ჰქონდათ. დიდ ბრიტანეთში ბიძაშვილებს შორის ქორწინება ოფიციალურად ნებადართულია, ამიტომ ქალმა შვებით ამოისუნთქა.  შემდეგ დევიდი შერილის ბავშვის მოსიყვარულე მამა გახდა.

წყვილს თავიდან ეშინოდა, როგორი რეაქცია ექნებოდა მათ ოჯახებს. ისინი მალავდნენ თავიანთ ურთიერთობას და მხოლოდ ორი თვის შემდეგ გაამხილეს. დევიდი თავის მშობლებს არ ესაუბრებოდა, ამიტომ შერილმა მხოლოდ თავის დედ-მამას შეატყობინა ეს ამბავი. დედა უთხრა, რომ სისულელეების ლაპარაკს მოშვებოდა, ხოლო მამამ – რომ ოფიციალურად დაშორებოდნენ, ვინაიდან ასეთი კავშირი უკანონო იყო. მაშინ შერონმა ოფიციალური დადგენილება აჩვენა მშობლებს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბიძაშვილებს შორის ქორწინება ნებადართულია. დედ-მამა აღფრთოვანებული მაინც არ დარჩენილა. ოჯახმა მათი კავშირი მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ მიიღო. შემდეგ ისინი სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს. მომხმარებლები მათ გვერდზე ბოროტ კომენტარებს ტოვებდნენ და მათ ურთიერთობას ინცესტს უწოდებდნენ. მეგობრებმა მხარი დაუჭირეს წყვილს, მაგრამ თავიდან მაინც შოკში იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები