მოცეკვავე და საბჭოთა პრინცესა – კაცი, რომელმაც გალინა ბრეჟნევას სიყვარულზე უარი უთხრა

გალინა ბრეჟნევას მრავალი რომანი ჰქონია, მაგრამ არცერთმა მოუტანა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ქალიშვილს ბედნიერება. მთელ საბჭოთა კავშირს უყვარდა მისი პირადი ცხოვრების განხილვა და არც ის აკლებდა ხალხს ამ სიამოვნებას. გალინა მიჩვეული იყო, მიეღო ყველაფერი, რაც სურდა, მაგრამ მოცეკვავე მარის ლიეპას შემთვხვევაში, ამ სურვილმა არ იმუშავა.  ის საბედისწერო მამაკაცი გახდა საბჭოთა პრინცესას ცხოვრებაში  და გულიც გაუტეხა.

გალინამ და მარისმა ერთმანეთი მას შემდეგ გაიცნეს, რაც ბრეჟნევა თავის პირველ მეუღლეს – ცირკის აკრობატს, ევგენი მილაევს გაშორდა. მეუღლე მასზე 20 წლით უფროსი იყო და მკაცრი ხასიათით გამოირჩეოდა, რითიც ის მუდამ მშფოთვარე ცოლს უმკლავდებოდა.

ახალგაზრდა გალინა მშობლების სახლიდან გაიქცა და მეუღლესთან ერთად 10 წელი იცხოვრა. გააჩინა ქალიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ლეონიდ ბრეჟნევი უკვე მაღალჩინოსანი იყო, გალინა არ თამაშობდა მაღალი საზოგადოებრივი ფენის წარმომადგენლის როლს და თავად ასრულებდა სახლის საქმეებს. თუმცა, შემდეგ ოჯახური იდილია დასრულდა – მილაევი სხვა ქალმა გაიტაცა, ხოლო თავად ბრეჟნევამ ახალგაზრდასთან გააბა რომანი, ძალიან ცნობილ ილუზიონისტთან – იგორ კიოსთან. გალინას სხვა გატაცებებიც ჰქონდა, რომლებსაც მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი კვალი არ დაუტოვებია.
ყველაფერი შეიცვალა, როდესაც გალინა მარის ლიეპს შეხვდა – ქარიზმატულ და მამაკაცურ ბალეტის მოცეკვავეს. იმ მომენტში ის მარგარიტა ჟიგუნოვაზე იყო დაქორწინებული და ისინი ორ შვილს ზრდიდნენ. ბრეჟნევამ გვერდი ვერ აუარა ლატვიელ სიმპათიურ ახალგაზრდას, რომელიც იმ მომენტში თავისი წარმატების პიკზე იყო. ქალი გვერდზე გახედვის საშუალებას არ აძლევდა ლიეპას. ის მამაკაცს ყვავილებსა და საჩუქრებს აძლევდა, ესწრებოდა ყველა სპექტაკლსა და ღონისძიებას, სადაც შეეძლო, მარისი ენახა. ნებისმიერი რამ, რაც დეფიციტში იყო, მსახიობისთვის ხელმისაწვდომი ხდებოდა, თანაც ისე, რომ სულაც არ მოელოდა.

 

გალინა, მისი მეგობარი და ლიეპა

მარისი კეთილგანწყობილი და ზრდილობიანი იყო, მაგრამ მიუწვდომელი. ყურადღების ერთადერთი ნიშანი, რასაც ის გალინას აძლევდა, ეს იყო ყვავილების 1 თაიგული მის სავარძელში, თეატრის ლოჟაში.  თუმცა, ერთხელ შეყვარებულ ქალს მოეჩვენა, რომ მან საწადელს მიაღწია. მარისმა ის თავის სამშობლოში, რიგაში მიიწვია. ისინი სეირნობდნენ ბალტიის ზღვასთან  და ქალაქის ძველებურ ქუჩებში, საუბრობდნენ და ხუმრობდნენ. ამ მომენტში ბრეჟნევა თითქმის ბედნიერი იყო და სწამდა, რომ როგორც იქნა, თავისი ოცნების მამაკაცი ხელში ჩაიგდო. მოსკოვში დაბრუნების შემდეგ ყველაფერი კვლავინდებურად იყო. ლიეპა კვლავაც არ ცდილობდა ოჯახიდან წამოსვლას და საბჭოთა პრინცესის მკლავებში აღმოჩენას.

ალბათ, რიგაში ბრეჟნევა ძალიან ჩქარობდა და შეიძლება, შეაშინა კიდეც საყვარელი მამაკაცი. პირად ცხოვრებაში გაურკვევლობამ გალინა იმ დონემდე მიიყვანა, რომ სმა დაიწყო და თავის მომხიბვლელობას ნელ-ნელა კარგავდა. ლიეპამ ყველაფერი ძალიან უეცრად და უხეშად დაასრულა. ერთხელ მან მასზე შეყვარებულ ქალს დაურეკა და აცნობა, რომ მალე გასტროლებიდან დაბრუნდებოდა. რეისის თარიღი და ნომერიც დაასახელა, იცოდა, რომ ბრეჟნევა მის შესახვედრად მივიდოდა.
ასეც მოხდა. გალინა – ყვავილებით ხელში – დროულად მივიდა. ზუსტად იმ დროს თვითმფრინავის კიბესთან ცნობილ მსახიობს მისი ულამაზესი მეუღლე მარგარიტა შეხვდა, რომელიც უცხოელ კინოვარსკვლავს ჰგავდა. მარისი მეუღლეს ჩაეხუტა, აკოცა, ისინი ავტომობილში ჩასხდნენ და წავიდნენ, ხოლო გულგატეხილი ბრეჟნევა დიდხანს გაშეშებული იდგა ადგილზე.
ამ შემთხვევამ სამუდამოდ შეცვალა ქალი, წაართვა მას ყველასათვის ცნობილი მისი მხიარულება და სიცოცხლის სიყვარული. გალინას თავი აღარ დაუმცირებია და ლიეპას არ გაჰკიდებია. მას შემდეგ ის მის ცხოვრებაში არ გამოჩენილა და არც დაურეკავს. სიმპათიური მამაკაცის დავიწყება ბრეჟნევამ მხოლოდ წლების შემდეგ შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები