აფრიკელი ალბინოსები

ოდესმე დაფიქრებულხართ, ვინ არიან ალბინოსები? თავდაპირველად უნდა გავიგოთ, რას ნიშნავს ეს ტერმინი. ალბინიზმი (ლათინურიდან albus – თეთრი) – ეს გენეტიკური დარღვევაა, რომელსაც თან ახლავს ორგანიზმში სრულიად ან ნაწილობრივ პიგმენტ მელანინის არარსებობა, რომელიც თმას, კანსა და თვალებს შეფერილობას აძლევს.

ძნელი მისახვედრი არაა, რომ ზუსტად მელანინის დონე განსაზღვრავს, როგორი შეფერილობა ექნება ადამიანს. აფრიკელებს აღნიშნული პიგმენტი გაცილებით მეტი აქვთ, ვიდრე ევროპელებს, ზუსტად ეს იწვევს მათი კანის გაცილებით მუქ შეფერილობას.

როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ალბინოსი ადამიანები ყველაზე ხშირად გვხვდებიან აფრიკის, მექსიკის, არიზონის და სიცილიის ტერიტორიებზე.

მათ ქათქათა თეთრი კანი აქვთ, გასაოცრად თეთრი თმები და საერთოდ უფერული წარბები და წამწამები. უმეტესწილად ალბინოსების თვალები მისტიკური სილამაზით გამოირჩევა, მაგრამ, როგორც წესი, მათი თვალები ნაცრისფერი ან ღია ცისფერია.

განსაკუთრებული, საინტერესო ვიზუალის პარალელურად, ალბინიზმს თან ახლავს გარკვეული პრობლემები. საქმე იმაშია, რომ მელანინი ჩვენს კანს მზის მავნე პირდაპირი სხივებისგან იცავს. ასეთი დაცვა ალბინოსებს საერთოდ არ აქვთ. გამოდის, რომ ისინი კანის კიბოს პირველ რისკჯგუფში იმყოფებიან. აქედან გამომდინარე, მათთვის სრულფასოვანი ცხოვრების ქონა ხშირად რთულია, ვინაიდან მზიანი დღე მათთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.
საინტერესოა ფაქტიც, რომ  ალბინოსთა უმეტესობას სინათლის შიში, ცუდი მხედველობა და სუსტი სმენა აქვთ.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორიდან გამომდინარე, მაგალითად, აფრიკულ ქვეყანაში, ტანზანიაში ალბინოსების მხოლოდ 2% აღწევს 40 წლამდე ასაკს. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ გამოიგონეს მეთოდი, რომლებიც ალბინოსებს ყოველდღიურ ცხოვრებას გაუადვილებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები