კიკეთში მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული პირი დაკავებულია
კიკეთში მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული პირი დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ამ დროისთვის, ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შეგახსენებთ, კიკეთში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.
შსს-მ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.