შსს: კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო – დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი იდენტიფიცირებულია

კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი იდენტიფიცირებულია, – ამის შესახებ “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236- ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი. ამ დროისთვის მის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.

კიკეთში ცოტა ხნის წინ რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, მათ შორის, ორი ქალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები