სასამართლომ ორსული ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული გოგა გზირიშვილი ბრალდებულად ცნო და მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ცოტა ხნის წინ მიიღო.

სხდომას ესწრებოდა ბრალდებულიც, რომელიც ბრალს აღიარებს.

„დამნაშავე ვარ და პასუხი უნდა ვაგო”, – განაცხადა სასამართლოზე გზირიშვილმა.

მოსამართლის განცხადებით, გზირიშვილი უვადო თავისუფლების აღკვეთას იმსახურებდა, მაგრამ ვინაიდან ის იყო შეზღუდული შერაცხადობის პირობებში, გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე მიიღო.

შეგახსენებთ, 2021 წლის 22 დეკემბერს, თბილისში გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, ორსულ მეუღლესც ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში დანით 30 ჭრილობა მიაყენა. შედეგად ქეთა კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები