ქუთაისში რუსეთის დროშის აღმართვისთვის მოქალაქე 500 ლარით დაჯარიმდა
გიორგი ძაგნიძე, რომელმაც ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშა აღმართა, სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა.
მომხდარიდან მალევე ძაგნიძემ ქვეყანა დატოვა, ამიტომ, მასთან კომუნიკაცია სასამართლომ სოციალური ქსელის მეშვეობით დაამყარა.
თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული პირი ჯარიმის ამონაწერის ჩაბარებას არ აპირებდა.
ძაგნიძის ოჯახი კი აცხადებს, რომ მომხდარის გამო ისინი თავად დაზარალდნენ და აპირებენ, სასამართლოში იჩივლონ.