CNN: ამჟამად, აშშ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ ტაქტიკურ სარაკეტო სისტემებს, სავარაუდოდ, არ მიაწვდის
აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთთან ბრძოლაში უკრაინის დახმარების მიდგომა მნიშვნელოვნად შეცვალოს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ დროისთვის უარყოფს შეიარაღებასთან დაკავშირებით უკრაინის ზოგიერთ მოთხოვნას, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს დიდ წარმატებას და რუსებისგან ათასობით კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნეს.
აშშ-ის ოფიციალური პირები ფართოდ განიხილავენ უკრაინის ბოლოდროინდელ წარმატებას, როგორც მტკიცებულებას იმისა, რომ იარაღისა და დაზვერვის ტიპები, რომლებსაც დასავლეთი უკრაინას ბოლო თვეებში აწვდიდა, ეფექტური იყო.
ამასთან, აშშ ჯერ კიდევ არ ემხრობა იმას, რომ უკრაინულ ძალებს მიაწოდოს შორ მანძილზე მოქმედი ტაქტიკური სარაკეტო სისტემები, ასევე ცნობილი როგორც ATACMS, რომელსაც ქვეყანა თვეების განმავლობაში ითხოვს.