საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია
თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე ხანძარია.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გამხმარ ბალახს გაუჩნდა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სრულად ჩაქრობის სამუშაოები.