ე.წ. კარტოგრაფების საქმის განხილვა გრძელდება – სასამართლოში არქიმანდრიტი ილარიონი იკითხება
ე.წ. კარტოგრაფების საქმის განხილვა გრძელდება – თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
ამ წუთებში, სასამართლო პროცესზე ჩვენებას არქიმანდრიტი ილარიონი აძლევს.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედებების ბრალდებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა.