მარტვილის მერმა სკოლებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა
15 სექტემბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში, ისევე – როგორც მთელს საქართველოში, სასწავლო პროცესი დაიწყო.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა – თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილე გივი ელიავასა და მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ პაშა გულორდავასთან ერთად, სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მონაცემებით წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში 329 პირველკლასელი დარეგისტრირდა.
ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს სახელმწიფოსაგან სასკოლო სახელმძღვანელოები, პირველკლასელებს ახალი სასწავლო წიგნების სრული კომპლექტი და პორტატული კომპიუტერები გადაეცათ.