სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო, სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 7 ნოემბრის საქმის განხილვა გადაიდო.

სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ გადაწყვეტილება კლინიკა „ვივამედის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე მიიღო და განმარტა, რომ სააკაშვილს არ შეეძლო საკუთარ პროცესში მონაწილეობის მიღება.

დღევანდელ პროცესზევე სასამართლომ ამავე საქმეში ორი ბრალდებულის, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის შეფარდებული პატიმრობა გადასინჯა და გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები