თბილისის საქალაქო სასამართლოში ბასილაშვილის ბრალდების საქმის განხილვა გრძელდება
თბილისის საქალაქი სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდების საქმის განხილვა გრძელდება. სახელმწიფო ბრალდება ამ წუთებში საქმის დაზარალებულს, სპორტსმენის ყოფილ მეუღლეს, ნელი დოროყაშვილს კითხავს.
როგორც დოროყაშვილმა პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში არსებობს ყველა სახის მტკიცებულება იმისთვის, რომ დადასტურდეს მასზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.
“თმაშიც მწვდა, რამდენიმე მეთოდით ძალადობა იყო. ბარგს რომ ალაგებდა, თან ბრუნდებოდა და თან მირტყამდა. ეს ძალადობა იმდენად დიდ ხანს გაგრძელდა, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, ძალიან მეშინოდა” – ამბობს დოროყაშვილი.
ბასილაშვილის უფლებადამცველები კი აცხადებენ, რომ საქმეში დევს მხოლოდ ნელი დოროყაშვილის მიერ გადაღებული აუდიო და ვიდეო მასალები, რომელიც არაფერს ადასტურებს.