საჩხერეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
საჩხერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა აქტიურ ფაზაშია.
მერიის ცნობით, მერჯევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ივანწმინდაში საუბნო გზაზე რკინა-ბეტონის საფარი იგება. გზა ცენტრალური მაგისტრალიდან დეკანოიძეების უბნამდე მოეწყობა.
მიმდინარე სამუშაოები მერმა – ლევან ივანაშვილმა თანმხლებ პირებთან ერთად მოინახულა.
პროექტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.