ქობულეთელი თემო სამხარაძე კლასიკურ ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონია

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრმა თემო სამხარაძემ კლასიკურ ძალისმიერ სამჭიდში, მეორედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მან ასევე დაამყარა მსოფლიო და ევროპის რეკორდი ახალგაზრდებში ამოწევაში 385.5 კგ. რომელიც ასევე არის ევროპის რეკორდი დიდებში.

სამჭიდის ჯამში დააგროვა 995.5კგ. (ჩაჯდომი 390, წოლჭიმი 220, ამოწევა 385,5კგ.)

შეჯიბრი 27 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით თურქეთის ქ. სტამბულში მიმდინარეობდა. მსოფლიო ჩემპიონატი ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის კლასიკურ და ეკიპირებულ ძალისმიერ სამჭიდში ჩატარდა, სადაც მონაწილეობდა მსოფლიოს 32 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი იღებდა. საქართველო ამ შეჯიბრზე წარმოდგენილი იყო ერთი მძიმეწონოსანი სპორტსმენით, შარშანდელი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი, თემურ სამხარაძით.

სპორტსმენს დღეს ქობულეთის მერმა ლევან ზოიძემ უმასპინძლა.

„ვულოცავ თემოს ამ წარმატებას. გვჯერა, რომ სამომავლოდ კიდევ ბევრი წარმატების მოწმეები გავხდებით.

ყოველთვის ვდგავართ ჩვენი სპორტსმენების გვერდით და გავაგრძელებთ სამომავლოდ მათ მხარდასაჭერად არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას. მადლობა თემოს და თითოეულ სპორტსმენს ჩვენი კუთხის ღირსეულად წარმოჩენისთვის”- აღნიშნა ლევან ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები