ქობულეთსა და ლენტეხს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 

ქობულეთისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ქობულეთის მერიის ცნობით, მემორანდუმი ითვალისიწინებს თანამშრომლობას კულტურის, სპორტის, ხელოვნების, მეცნიერიების, ჯანდაცვის, ტურიზმის, ტრანსპორტის, ეკოლოგიის და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროებში.

ასევე სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მხარი დაუჭირონ და ორგანიზება გაუკეთონ ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის პროდუქციაზე გამოფენა-გაყიდვების მოწყობას.

მემორანდუმს ხელი ქობულეთის მერმა ლევან ზოიძემ და ლენტეხის მერმა გია ონიანმა მოაწერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები