ანა მალიარი: უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან თითქმის 6 ათასი კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 6 ათასი კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი სოციალურ ქსელში წერს.

უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვის ოლქის, კუპიანსკისა და იზიუმსკის ოლქების დასახლებების გათავისუფლებას კვლავ აგრძელებენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში, უკრაინამ ხერსონის ოლქის რიგ დასახლებებზე კონტროლი დაიბრუნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები