ატენში საუბნო გზები იხრეშება
ატენში საუბნო გზები იხრეშება.
სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთების სიგრძე, ჯამურად, 1000 მეტრია.
2022 წელს გორის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში სამუშაოები 112 სოფელში განხორციელდება. პროექტები ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს. თითოეულ სოფელში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულება 10-დან 20 ათას ლარამდეა.
პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში, ჯამურად, 1 596 000 ლარი დაიხარჯება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები იხილეთ ბმულზე:https://docs.google.com/spreadsheets/d/18Xzs2z0QhGPO2uWFBJixlFxvh67gezUC/edit?usp=sharing&ouid=105992776191264781280&rtpof=true&sd=true&fbclid=IwAR2xOC9QU5JKYa-KpXYHWsEzxz3rJRNRaEyn0ZVPGwPnKiIyWVTzGyBZaso