ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, კაცი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა.
თვითმხილველების თქმით, უცნაური ხმა შემოესმათ, ადგილზე კი ახალგაზრდა კაცის ცხედარი დახვდათ. როგორც ჟურნალისტებს განუცხადეს, ცხედრის იდენტიფიცირება ვერ მოახერხა.
ადგილზე კრიმინალური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
“კვირა” დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.