ქალი 4 ფეხით – ისტორია, რომელიც ბედნიერებისთვის ბრძოლას გვასწავლის

1868 წლის მაისში გაჩნდა უცნაური გოგონა – მირტლ კორბინი. როდესაც დამღლელი მშობიარობის შემდეგ დედა ბალიშს მიეყუდა, მას გაურკვეველი ღელვა დაეწყო.

ბებიაქალის სახე შეშინებული და გაკვირვებული იყო. მალე დედამ გაიგო, რაში იყო საქმე. პატარა გოგონა 4 ფეხით დაიბადა, მაგრამ სხვა ყველაფერი მას სხვების მსგავსი ჰქონდა. ცხადია, უცნაური გოგონას დაბადების შესახებ მალევე გაიგეს ადგილობრივმა გამომცემლობებმა, ხოლო 34 წლის დედამ არც კი იცოდა, ეტირა თუ გახარებოდა.

ასეთი მოვლენის შემდეგ მას ხშირად იწვევდნენ ინტერვიუზე, სადაც ის სიხარულით აცხადებდა, რომ გოგონამ ორი კვირის განმავლობაში კარგად მოიმატა წონაში.

აღსანიშნავია, რომ დაბადებისას გოგონას ოთხივე ფეხი ერთნაირად იყო განვითარებული, მაგრამ ასაკთან ერთად ორი შიდა ფეხი გაცილებით ნელა იზრდებოდა. 7 წლის ასაკში ფეხების ზრდა საერთოდ შეჩერდა. მაშინ გოგონამ შეწყვიტა სიარულისას მათზე დაყრდნობა. როდესაც ის  4 წლის იყო, მამამ გამოფენაზე წაიყვანა, ფულის შოვნის მიზნით.

ხალხი მართლაც მოდიოდა მის სანახავად. უკვე 13 წლის ასაკში ცირკის დირექტორმა გოგონას მამასთან კონტრაქტი გააფორმა. ბარნუმის და მეილის ცირკი იმ დროისთვის საკმაოდ ცნობილი იყო და მირტლი არ იყო ერთადერთი ბავშვი პათოლოგიით.

მიუხედავად ფიზიკური განსაკუთრებულობისა, გოგონა საკმაოდ სიმპათიური იყო. 19 წლის ასაკში ის გათხოვდა.

მისი მეუღლე გახდა ექიმი ჯეიმს კლინტონ ბიკნელი, რომელსაც  შეუყვარდა უცნაური გოგონა. მან მხარი დაუჭირა მეუღლეს გადაწყვეტილებაში, დაეტოვებინა ცირკი და ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით დამტკბარიყო.

გარდა ორი დამატებითი ფეხისა, გოგონას ქალის ორი სასქესო ორგანოც ჰქონდა, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა მათ შვილების ყოლაში. პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ ინტენსიური თერაპიის კურსის შემდეგ მეორე მცდელობა წარმატებულად დასრულდა.

მირტლს ერთი მეორის მიყოლებით 4 ქალიშვილი და 1 ვაჟი ეყოლა. ოჯახის ზრდასთან ერთად მათ ფინანსური პრობლემებიც დაეწყოთ. შვილებისთვის კარგი განათლების მიცემის მიზნით, მირტლი კვლავ ცირკში დაბრუნდა. მეუღლემ ამ გადაწყვეტილებაშიც მხარი დაუჭირა. იგი 60 წლამდე მუშაობდა, შემდეგ კი, ინფექციური დაავადებით დაიღუპა. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, მაგრამ მისი ისტორია პათოლოგიების მქონე ხალხისთვის დასაყრდენი გახდა.

ის მხოლოდ სახელგანთქმული არ გამხდარა, მან მოახერხა, რომ ძალა და რწმენა არ დაეკარგა. მიუხედავად დაცინვისა, გოგონამ შეძლო, ყოფილიყო ბედნიერი და 5 შვილი გაეჩინა. თავისი მაგალითით, მან აჩვენა, რომ რთულ დღეებშიც შეიძლება ბედნიერების პოვნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები