ავთანდილ თალაკვაძე: განვაგრძობთ ჩვენი 8-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე მუშაობას
ოზურგეთში წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგება გრძელდება.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა მერიის სხდომაზე განაცხადა, ამჟამად, ზემო ნატანების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მიმდინარეობს სამუშაოები.
„განვაგრძობთ ჩვენი 8-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე მუშაობას – ეს გახლავთ წყალმომარაგების მიმართულება. ამჟამად, მიმდინარეობს ზემო ნატანების უწყვეტი წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა. სამუშაოების 70% პრაქტიკულად დასრულებულია: შედეგად, მოეწყობა ცენტრალიზებული ქსელი, ჭაბურღილები, რეზერვუარი, საქლორატორო და ნატანების მოსახლეობა ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ამ პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.