თეთრიწყაროსა და 15 სოფლის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა გრძელდება

თეთრიწყაროში, ქალაქსა და სოფლებში არსებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მოძველებულია და განახლებას საჭიროებს.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მიმდინარეობს როგორც არსებული, ასევე – ახალი სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურებისა და რეზერვუარების რეაბილიტაცია-მშენებლობა.
გარდა ამისა, ეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი.
სამუშაოების შედეგად, ქალაქ თეთრიწყაროსა და 15 სოფლის მცხოვრები 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

პროექტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 63 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები