ქალაქ თეთრიწყაროსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 15 სოფლის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა გრძელდება
ქალაქსა და სოფლებში არსებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მოძველებულია და განახლებას საჭიროებს, – ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარეობს როგორც არსებული, ასევე, ახალი სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურებისა და რეზერვუარების რეაბილიტაცია-მშენებლობა. გარდა ამისა, ეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი.
სამუშაოების შედეგად, ქალაქ თეთრიწყაროსა და აღნიშნული სოფლების მცხოვრებლები 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.
პროექტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 63 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი.