ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები
“რელიეფის სირთულიდან გამომდინარე კვლავ მოხდა დამატებითი ცოცხალი ძალის შეყვანა, ასევე მძიმე ტექნიკის მობილიზება”, – ამის შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი ზაუტაშვილმა სოფელ შილდაში ხანძრის ქრობის სამუშაოებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ადგილზე ყველა უწყება მობილიზებულია და ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
„მძიმე ტექნიკის მობილიზება განპირობებულია იმით, რომ ტყეში მოხერხდეს გზების გაყვანა, რათა არ მოხდეს ხანძრის გავრცელება. ვერტმფრენი ჩართულია ისეთ ლოკაციებში, სადაც, ვერ ხერხდება ცოცხალი ძალის შესვლა. ყველა უწყება მობილიზებულია ადგილზე და მიმდინარეობს სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები“, – აცხადებს ზაუტაშვილი.