ვრცელდება კადრები ბორჯომის ხეობიდან, როგორ ებრძვიან მიუვალ-კლდოვან ფერდობებზე მეხანძრე-მაშველები სტიქიას.
ბორჯომის ხეობაში ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს მეხანძრე-მაშველები, თავდაცვის ძალები და გარემოსდამცველები უკვე მე-4 დღეა, 24-საათიან რეჟიმში ებრძვიან.
ხანძრის ქრობაში ჩართულია ავიაცია, დღეს დილიდან ბორჯომის ცაზე სპეციალიზებული თურქული სახანძრო თვითმფრინავებიც გამოჩნდნენ.