ლაგოდეხის ნაკრძალში დაღუპული 16 წლის მოზარდის საქმეზე სასამართლომ ერთი პედაგოგი დამნაშავედ ცნო

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, 2019 წლის 26 მაისს, ლაგოდეხის ნაკრძალში დაღუპული მოზარდის საქმეზე ბრალდებული ორი პედაგოგიდან ერთ-ერთი დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას დაღუპული მოზარდის სოფიო ნიკოლეიშვილის და – სალომე ნიკოლეიშვილი (ბარკერი) სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„რამდენიმე წუთის წინ გურჯაანის სასამართლომ (მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი) გამოაცხადა გადაწყვეტილება სოფის საქმეზე, წარდგენილი ბრალი იყო 220-ე მუხლის მეორე ნაწილი, გულგრილობა, რომელმაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია:

სპორტი მასწავლებელი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ. (ისეთი სიხარულის ღრიალი მორთო გული შემიწუხდა, ალბათ ამიერიდან უფრო ბედნიერად გააგრძელებს მუშაობას იმავე სკოლაში, აბა ჰე აბა ჰო)

დამრიგებელი ცნობილი იქნა დამნაშავედ, და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, რომელიც განესაზღვრა პირობითი სასჯელით.

მინიმუმ ის მაინც დაამტკიცა ბავშვიკმა, რომ მიუხედავად სკოლის ადმინისტრაციის უსინდისო მტკიცებისა, სოფის ბრალი ნამდვილად არ ყოფილა ექსკურსიაზე წასული უკან მკვდარი რომ ჩამოვასვენეთ“, – წერს სალომე ბარკერი Facebook-ზე.

ცნობისთვის, 2019 წლის 26 მაისს, რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს. 2020 წლის 1-ელ ივლისს პროკურატურამ სკოლა „ალბიონის“ ორ პედაგოგს  ბრალი წარუდგინა გულგრილობის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები