სამტრედიის მუნიციპალიტეტის მთიან ზონაში წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად კაპიტალური სამუშაოები მიმდინარეობს

მუნიციპალიტეტის მთიან ზონაში წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად კაპიტალური სამუშაოები მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გორმაღლის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ძველი წყლის მილების ახლით ჩანაცვლება ხდება და მიმდინარეობს წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია.

„სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,სავანე” ასრულებს.

აღნიშნული პროექტით წყლის მიწოდების პირობები  გაუმჯობესდება მოსახლეობისთვის.

მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა“, – აღნიშნულია სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები