უცხოპლანეტელი თუ მოშიმშილე ბავშვი – ცნობილი ფოტოს ნამდვილი ისტორია

1980 წელს მაიკლ უელსმა კათოლიკე მისიონერის ფოტო გადაიღო, რომელსაც ხელი ჰქონდა ჩაკიდებული  უგანდელ მოშიმშილე ბიჭზე. ეს ისე გამოიყურებოდა, თითქოს, ხელი არ იყო ადამიანის. ის უფრო უცხოპლანეტელის ან სხვა არსების ხელს ჰგავდა, თუმცა არა ადამიანის… მშიერი ადამიანის.

მაიკლ უელსმა, ჟურნალ Holland Herald-თან ინტერვიუში განმარტა, რომ 1980 წელს ის აფრიკაში იმყოფებოდა და მუშაობდა გაერთიანებული სამეფოს ბავშვთა გადარჩენის ფონდში, აშუქებდა მის კამპანიას პოლიომელითის წინააღმდეგ სვაზილენდსა და მალავიში.

უელსმა ეს ფოტო უგანდაში მოგზაურობის დროს გადაიღო სემინარიაში, სადაც სასულიერო პირები საჭმელს არიგებდნენ შიმშილობის პირველ დღეებში. ერთ-ერთმა მღვდელმა უელსს ვითარება აღუწერა და უთხრა, რომ ბიჭი კარამოჯოდან, დაახლოებით, 4 წლის იყო.

სურსათის დეფიციტი კარამოჯოში 1978 წელს დაიწყო გვალვის, მოუსავლიანობისა და ავადმყოფობის შემდეგ. რეგიონის არამყარი ეკონომიკური მდგომარეობის და პოლიტიკური უმნიშვნელობის გამო, მიუხედავად გაფრთხილებისა, პრეზიდენტ იდი ამინის ადმინისტრაციამ არაფერი მოიმოქმედა.

ამინის დამხობის და მისი ჯარისკაცების გაქცევის შემდეგ, 1979 წელს კარამოჯოელებმა დიდი ოდენობის იარაღი მიიღეს. ცეცხლსასროლი იარაღის შემოდინებამ მკვეთრად შეცვალა რეგიონალური ძალების ბალანსი და კულტურული ტრადიციები. სახიფათო გახდა კარამოჯოში საქონლითა და მარცვლეულით შესვლა.

გარდა ამისა, ნაციონალური უსაფრთხოების არარსებობამ ვაჭრობის სრული კრახი გამოიწვია. 1980-იანი წლების დასაწყისში სურსათის დეფიციტი დაიწყო. ვითარება კრიტიკული მაისში გახდა, ხოლო შიმშილობამ პიკს იმავე წლის ივლისსა და აგვისტოში მიაღწია.

ივლისში სასულიერო პირებმა რომის მსოფლიო სასურსათო პროგრამას მიმართეს დასახმარებლად. კათოლიკური მისიონერული საქმიანობა რეგიონში 1933 წელს დაიწყო. 

ფოტოგრაფმა, მაიკლ უელსმა, რომელმაც მოგვიანებით World Press Photo Award-ის პრემია მიიღო ამ ფოტოსთვის, აღიარა, რომ მას რცხვენოდა ამ ფოტოს გადაღება. იმავე გამოცემამ აღნიშნული ფოტო ცოტა ხნის შემდეგ კონკურსზე გამოფინა. მაიკლს რცხვენოდა გამარჯვებაც, ვინაიდან ის არასდროს მონაწილეობდა კონკურსებში დამოუკიდებლად და ეწინააღმდეგებოდა პრიზის მიღებას იმ ადამიანების ფოტოებისთვის, რომლებიც შიმშილით დაიღუპნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები