ისტორია ზღაპრულ საკვამურებზე, საჰარას თვალზე და ბუნების სხვა საოცრებებზე

ბუნება თავისი მრავალფეროვნებით მუდმივად გვაოცებს. დედამიწაზე ბუნების საოცრებების მთელი კასკადი გვაქვს. წარმოდგენილი საოცარი ძეგლებით, დედამიწის უნიკალურობაში თქვენ, ალბათ, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით.

ზღაპრული საკვამურები, თურქეთი

ეს უცნაური კონუსისებრი მთები კაპადოკიაში გვხვდება. მილიონობით წლის წინ აქტიური ვულკანი ამოიფრქვა და მიწა მისმა ფერფლმა დაფარა. წვიმის წყალმა და ქარმა წაშალა ვულკანის რბილი ფერფლი და დატოვა ბაზალტის ქვები, რომლებმაც მოგვიანებით ზღაპრული საკვამურების ფორმა მიიღო.

Fairy chimneys (Credit: Benh Lieu Song, CC by 3.0) Fairy Chimneys, Turkey These strange conical spires are found… | Cappadocia, Hotels in turkey, Underground cities

ჰალონგის ყურე, ვიეტნამი

ეს თვალწარმტაცი ლანდშაფტი კირქვის სვეტებს უკავშირდება და მოიცავს თაღებსა და გამოქვაბულებს. კლდეები ჩამოყალიბდა 500 მილიონი წლის წინ ზღვის დაშრობისა და ხელახლა წარმოშობის შედეგად. ყურის შემადგენლობაშია, ასევე, 1600 მცირე კუნძული. მათი უმრავლესობა დაუსახლებელია.

კლდეების წარმოშობის შესახებ ადგილობრივი ლეგენდაც არსებობს, რომლის მიხედვითაც, კლდეები შექმნეს დრაკონებმა, რათა დამპყრობელები შეეჩერებინათ და დაეცვათ ვიეტნამი.

Ha Long Bay - What you need to know before you go – Go Guides

საჰარას თვალი, მავრიტანია

საჰარას თვალი, იგივე რიჩატის სტრუქტურა, ზემოდან ხარის თვალებს ჰგავს. მდებარეობს საჰარას უდაბნოში, წარმოადგენს გუმბათოვან მთის სტრუქტურას. თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ მისი სტრუქტურა მეტეორის დაცემამ განაპირობა, ხოლო დღეს მეცნიერთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მაღალი მთის ეროზიის შედეგად წარმოიშვა.

Richat Structure, Mauritania | NASA

დიდი ლურჯი ხვრელი, ბელიზი

ეს წყალქვეშა ხვრელი არის 320 მ სიგანეში, ხოლო 125 მ სიღრმეში. ის დაივინგის მთავარი ატრაქციონია. ის ბელიზის ბარიერული რიფის ნაწილია, რომელიც, თავის მხრივ, მეზოამერიკული რიფის ნაწილია.

ხვრელის წარმომშობად გამყინვარების ეპოქა მიიჩნევა. ამ დროს, ზღვის დონის ცვლილების გამო, დაიშალა წყალში მოქცეული კირქვის გამოქვაბული.

10 Fascinating Facts About the Blue Hole in Belize

მორეკის ლოდები, ახალი ზელანდია

გიგანტური კუს ბაკნების მსგავსი ლოდებითაა ახალი ზელანდიის სანაპირო გარშემორტყმული. ამ ლოდებით დაიწყო 60 მილიონი წლის წინ ნაპირზე ნალექების ჩამოყალიბება. ცენტრალურ ბირთვზე აგებული კარბონატები შეიმნა ისე, როგორც ნიჟარაში მოხვედრილი კენჭი იქცევა მარგალიტად.

Moeraki Boulders - New Zealand Photograph by Joana Kruse | Pixels

ზანჟიე დანჟა, ჩინეთი

ეს ცისარტყელას მთები ფერწერის ნიმუშს მოგვაგონებს. დანჟას მთიანეთი მდებარეობს ჩინეთში, განსუს პროვინციაში. ის შედგება წითელი ქვიშაქვის ზოლებისაგან, რომლებიც მილიონობით წლის განმავლობაში ერთმანეთს მიეკრო, როგორც მრავალფენიანი ნამცხვარი.

The Zhangye Danxia landform, China - Fantasia

ქვათა ტყე, ჩინეთი

10 მ სიმაღლის კირქვის სვეტების მთელი ასამბლეა ქმნის ქვათა ტყეს. მთელი რეგიონი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის ქვეშაა.

ქვათა ტყე, დაახლოებით, 270 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა წყალმცირე ზღვის ადგილას. დაგროვილმა ქვიშაქვამ და კირქვამ გაავსო აუზი და საბოლოოდ ამოხეთქა ჰაერში. ხოლო უშუალოდ ასეთი ფორმა წყლისა და ქარის ურთიერთქმედებით მიიღო.

Stone Forest Kunming, Stone Forest, Shilin Stone Forest, China

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები