აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ, ერთდღიანი ვიზიტის შემდეგ, ტაივანი დატოვა.
ნენსი პელოსი კუნძულს აზიური ტურნეს ფარგლებში ეწვია.
ჩინეთი, რომელიც კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა პოლიტიკოსის ვიზიტს ის სუვერენიტეტის პოტენციურ დარღვევად შეაფასა და “მკვეთრი ზომების” მიღებით დაიმუქრა.