მარგარეტ ფუსის ფენომენი, რომელიც სპეციალისტებმა ვერ ამოხსნეს

1960 წლის იანვარში რკინიგზის თანამშრომელმა, გვარად ფუსმა, ექსპერტებთან თავისი ქალიშვილი მიიყვანა, 14 წლის მარგარეტი, რომელიც, მისი აზრით, ფლობდა შესაძლებლობას, თვალებახვეულს დაენახა ყველაფერი.

მარგარეტი არაფრით განსხვავდებოდა სხვა მოზარდებისგან და სავსებით ნორმალურად გამოიყურებოდა, როდესაც შედიოდა კაბინეტში, სადაც 25 სამედიცინო ექსპერტი ელოდებოდა. თუმცა, როდესაც ის გამოვიდა, მეცნიერებები გაოგნებულები იყვნენ და ცალსახად ერთ აზრზე თანხმდებოდნენ –  მარგარეტი არ იყო ჩვეულებრივი გოგონა.

გოგონას მამა მეცნიერებს უხსნიდა, რომ მარგარეტის უჩვეულო შესაძლებლობა შემთხვევით შენიშნა, როდესაც მეზობლის ბავშვებთან მის თამაშს აკვირდებოდა. ისინი დახუჭობანას თამაშობდნენ. სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, მარგარეტი თვალებახვეულიც კი კარგად მოძრაობდა სივრცეში და არცერთხელ შესჯახებია რაიმეს. თითქოს, მან დაზუსტებით იცოდა, სად იმყოფებოდნენ სხვა ბავშვები, მაგრამ მათ ხმაც კი არ ამოუღიათ. თავიდან მამა ეჭვობდა, რომ გოგონა თაღლითობდა და თავად აუკრა თვალები, მაგრამ ამან არაფერი შეცვალა. მარგარეტი ისევ ისე კარგად ხედავდა. მაშინ უკვე მამაკაცმა იეჭვა, რომ ქალიშვილს უნიკალური შესაძლებლობები ჰქონდა.

ფუსმა გადაწყვიტა, გოგონას ბუნებრივი ნიჭი გაეფართოებინა. მისი თქმით, ისინი ყოველდღიურად ვარჯიშობდნენ, გოგონა სწავლობდა, თვალებახვეულს გაერჩია სხვადასხვა ნივთები, შემდეგ ფერები და ბოლოს მან კითხვაც კი ისწავლა. მამის თქმით, კითხვასთან დაკავშირებით, გოგონას თავიდან პრობლემები შეექმნა. მარგარეტი ვერ ახდენდა ფოკუსირებას. ფუსმა გოგონას შესთავაზა, წარმოედგინა, თითქოს, ტექსტის წაკითხვაში მას ხელს უშლიდა კვამლი, რომელიც უბრალოდ უნდა გაექრო. მარგარეტმა, რომელიც  მამას ენდობოდა, ასეც გააკეთა. მაშინ საქმე დაიძრა. გოგონამ თვალებახვეული კითხვა ისწავლა, ხოლო მისმა მამამ გადაწყვიტა, რომ დრო იყო, ქალიშვილი სპეციალისტებისთვის ეჩვენებინა.

მედიცინის წარმომადგენლები თავიდან უარს ამბობდნენ კვლევების ჩატარებაზე, ვარაუდობდნენ, რომ მათ წინაშე ორი მატყუარა იდგა, მაგრამ ვიღაცას გაახსენდა, რომ ისტორიაში არსებობდა ასეთი რამდენიმე შემთხვევა და ექსპერტები მაინც დათანხმდნენ მარგარეტის შესაძლებლობების შემოწმებას.

გოგონას მჭიდროდ აუხვიეს თვალები და სთხოვეს,  მის წინაშე წარმოდგენილი ნივთები ჩამოეთვალა. მარგარეტი ადვილად გაუმკლავდა დავალებას და ექსპერტები გააოცა. შემდეგ მას შესთავაზეს, წაეკითხა რამდენიმე მონაკვეთი სხვადასხვა წიგნიდან და ჟურნალიდან, სწორად დაესახელებინა ფერები სხვადასხვა ნახატზე, ხოლო შემდეგ სთხოვეს, ერთ-ერთ სპეციალისტთან სამაგიდო თამაში ეთამაშა. მარგარეტს არცერთი დავალების შესრულება არ გასჭირვებია.

მეცნიერები გაოგნებულები იყვნენ. მათ რამდენიმეჯერ შეცვალეს გოგონას თვალებზე სახვევი. მარგარეტის თვალებზე ადებდნენ ბაბმას, შემდეგ უხვევდნენ ბინტით და უკვე ზემოდან სინათლის გაუმტარი ლენტით. თუმცა, გოგონა მაინც ხედავდა.

მარგარეტ ფუსის ფენომენი მეცნიერებმა მაინც ვერ ამოხსნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები