ირანში გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის და მეწყერის შედეგად, რომელიც ქვეყნის 20 რეგიონს, 111 ქალაქს და 310 სოფელს შეეხო, სულ მცირე, 69 ადამიანია დაღუპული, 45 კი – დაკარგული.
ამის შესახებ ინფორმაციას ირანის კრიზისების მართვის სააგენტო ავრცელებს.
ბოლო ცნობით, 3500-ზე მეტი ადამიანი დროებით თავშესაფარშია გადაყვანილი, 1500 მოქალაქის გადარჩენა მოხერხდა.
ირანის “წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებაში” აცხადებენ, რომ ყველაზე მეტად თეირანის პროვინცია დაზარალდა, სადაც 35 დაღუპულია. მეზობელ პროვინცია მაზანდარანში ყველაზე მეტი დაკარგულია – 12 მოქალაქე.