პესკოვი: უკრაინის მიერ მაისის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, რუსეთი ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს

რუსეთი ადეკვატურ პასუხს გასცემს, თუ უკრაინა მაისის ცეცხლის შეწყვეტის დროს თავდასხმებს განახორციელებს,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში დარჩება იმ პირობით, რომ მას ორივე მხარე დაიცავს.

„სამწუხაროდ, ჯერჯერობით, კიევისგან, რეჟიმის წარმომადგენლებისგან, რეჟიმის ხელმძღვანელისგან არ მოგვისმენია არც ერთი განცხადება, რომელიც ამ სადღესასწაულო ზავში შემოერთების მზაობაზე მიუთითებდა. თუ კიევის რეჟიმისგან საპასუხო რეაქცია არ იქნება და ჩვენი პოზიციების ან ობიექტების დარტყმის მცდელობები გაგრძელდება, მაშინ ადეკვატური პასუხი დაუყოვნებლივ იქნება გაცემული“, – განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80-ე წლისთავთან დაკავშირებით 8-10 მაისს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები