სახელმწიფოები, რომლებიც, კონკრეტული ნიშნით, ყველასგან განსხვავდება
დედამიწაზე, დაახლოებით, ორი ასეული ქვეყანა არსებობს, რომელთაგან ყველა უნიკალურია. მართალია, ძირითადად, ცხოვრების დონითა და პირობებით ისინი ერთმანეთისგან მეტ-ნაკლებად განსხვავდებიან, თუმცა არსებობს ისეთი ქვეყნებიც, რომლებიც მკვეთრად გამოირჩევიან სხვებისგან.
- ქვეყანა, სადაც არ არის მდინარეები
ჩვენს პლანეტაზე სახელმწიფო, რომელშიც არ არის მტკნარი წყლის ბუნებრივი საბადო, არაერთია, მაგრამ მათგან ყველაზე დიდი არის საუდის არაბეთი. ამ ქვეყნის დიდი ტერიტორიის ნაწილს შეადგენს მთის მასივები, უნაყოფო მინდვრები და მშრალი უდაბნოები.
ქვეყანას აქვს გასასვლელი ზღვაზე, მაგრამ მასში არცერთი მდინარე არ ჩაედინება, ამიტომ წყლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს მდინარის დამშრალი კალაპოტები, რომლებიც წყლით მხოლოდ წვიმის დროს ივსება.
- ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი დროის სარტყელია
თითქოს და ადვილი დასადგენია, სად არის ყველაზე მეტი დროის სარტყელი, როდესაც რუსეთი 11 მათგანს მოიცავს. რეალურად, მას ერთმა ქვეყანამ მაინც აჯობა. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს რეკორდსმენი საფრანგეთია. საქმე იმაშია, რომ მისი კონტინენტური ნაწილი დროის მხოლოდ ერთ სარტყელშია, მაგრამ მისი ყველა ტერიტორიის, რეგიონისა და დეპარტამენტის გათვალისწინებით ცხადი ხდება, რომ ის 12 სარტყელს მოიცავს.
- ქვეყანა, სადაც ცხვრების რაოდენობა ადამიანებზე მეტია
დედამიწის რუკაზე არსებობს ისეთი რეგიონი, სადაც ცხვრების რაოდენობა იქ მცხოვრებ ადამიანების რაოდენობაზე მეტია. საქმე ეხება ფოლკლენდის კუნძულებს, რომლებიც მდებარეობს სამხრეთ ატლანტიკაზე და ფორმალურად წარმოადგენს ბრიტანულ ტერიტორიებს. ტერიტორიის, დაახლოებით, 80%-ს საძოვრები მოიცავს, სადაც ნახევარი მილიონი ცხვარი იმწყემსება, ხოლო რეგიონის მოსახლეობა შეადგენს 3 თასზე ცოტა მეტ ადამიანს. მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო მატყლის იმპორტია.
- ქვეყანა სადაც არ არის დედაქალაქი
არსებობს მსოფლიოში ისეთი ქვეყანა, სადაც დედაქალაქის არსებობა არცთუ ისე საჭირო აღმოჩნდა. ეს არის ძალიან პატარა, კუნძულოვანი ქვეყანა ნაურუ, რომელიც წყნარ ოკეანეში მდებარეობს. მისი ფართობი შეადგენს 21 კვადრატულ კილომეტრს, სადაც 15 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ისინი ძალიან კომპაქტურად სახლობენ, ვინაიდან კუნძულის ცენტრალურ ნაწილში მოიპოვებდნენ ფოსფატებს, ხოლო როდესაც საბადო ამოიწურა, იქ მხოლოდ უსიცოცხლო მიწა დარჩა. დღეს ნაურუ არის ქვეყანა ცხოვრების ძალიან დაბალი დონით, ხოლო ტერიტორია ერთ პატარა ქალაქისოდენაა. ამიტომაც, ქვეყანას დედაქალაქი არ გააჩნია.