1816 წლის ცივი ზაფხული – როგორ იმოქმედა ამინდის ცვლილებამ მსოფლიოს ისტორიაზე

ყოველწლიურად, ადამიანის ნეგატიური გავლენა ბუნებაზე სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. მყინვარების კატასტროფული დნობა, წყალდიდობა, ტყის ხანძრები და ბევრი სხვა ნეგატიური მოვლენა – ეს ის საფასურია, რასაც ჩვენი პლანეტის მოხმარებისთვის ვიხდით. მას სასტიკი შურისძიება შეუძლია. ამის თვალსაჩინო მაგალითი შესაძლოა, 1816 წელი იყო. ამ გაკვეთილმა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ დაუმსახურებელი იყო, უნდა დაგვაფიქროს.

მეტეოროლოგიური დაკვირვების მთელი ისტორიის მანძილზე 1816 წელი ყველაზე ანომალიური იყო. მას უწოდებენ „წელიწადს ზაფხულის გარეშე“ – ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა საშუალო წლიური ტემპერატურის კლების მსხვერპლი გახდა, რაც, სინამდვილეში, არა ერთი, არამედ 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და სერიოზული გავლენა იქონია კაცობრიობაზე.

სიცივეს წინ უძღოდა კიდევ უფრო დიდი კატასტროფა. 1815 წელს ვულკან ტამბორის ამოფრქვევა დაიწყო ინდონეზიის კუნძულ სუმბავაზე. ეს ყველაზე მასშტაბური კატაკლიზმა იყო კაცობრიობის ისტორიაში. ამოფრქვევა დაიწყო აფეთქებით, რომლის ხმაც 2600 კილომეტრის მანძილზე აღწევდა. ვულკანური ფერფლის და ორთქლის რაოდენობა იმდენად ბევრი იყო, რომ ვულკანიდან 600 კილომეტრის მანძილზე სამი დღის განმავლობაში სრული სიბნელე გამეფდა.

ინდონეზიის კუნძულების სანაპიროებზე ოთხმეტრიანი ცუნამი წარმოიქმნა, რომელმაც ნგრევა და სიკვდილი მოტანა. სულ მცირე, თავად ვულკანის ამოფრქვევამ და მისმა შედეგებმა არქიპელაგის 71 ათასი მცხოვრების სიცოცხლე იმსხვერპლა. თუმცა, ეს საბოლოო შედეგები არ იყო.

ფერფლის დიდმა ოდენობამ, რომელიც ატმოსფეროში გაიფანტა, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ვულკანური ზამთრის ეფექტი გამოიწვია, რომელმაც მომდევნო სამი წლის განმავლობაში კიდევ ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა პლანეტის სხვადასხვა კუთხეში. მარტივად რომ ვთქვათ, 1816 წელს სანატრელი ზაფხული ჩრდილოეთ ნახევარსფეროში უბრალოდ არ დამდგარა.

ტამბორის ამოფრქვევამ საშუალო წლიური ტემპერატურის კლება გამოიწვია 2.5 გრადუსით. თითქოს, ეს არაფერია, მაგრამ შედეგები შემაძრწუნებელი იყო. მარტში გაზაფხული არ დადგა და ტემპერატურა ევროპასა და ამერიკაში ზამთრის დარჩა.

ივნისი და ივლისი ევროპის დიდ ნაწილში ყინვით გამოირჩეოდა, რომელსაც ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, გერმანიაში თან ახლდა ქარბუქი, ძლიერი წვიმა და სეტყვა. რაინი ნაპირებიდან გადმოვიდა და უზარმაზარი ტერიტორია დატბორა, ხოლო შვეიცარია რამდენჯერმა დიდთოვლობამ დაფარა. დაახლოებით, იგივე რამ ხდება ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, ალასკიდან პანამამდე.

ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სამი წელი არ უნახავს ზაფხული სითბო, რამაც არამოსავლიანი წლები და შიმშილობა გამოიწვია. 1816 წლის ზაფხულის ბოლოს მარცვლეულზე ფასების ზრდა დაიწყო და 1818 წლის ზაფხულისთვის ფასმა 10-ჯერ აიწია. ამ მხრივ, შედარებით გაუმართლა რუსეთის იპერიას, რომელიც თავისი ამტანობით, არც ისე დაზარალდა აღნიშნული კატაკლიზმის გამო. თუმცა, მარცვლეული, რომელიც რუსეთს ადრე ჰქონდა შესყიდული, მაინც არ იყო საკმარისი.

ევროპისთვის, რომელიც ჯერ კიდევ არ წამომდგარა ფეხზე ნაპოლეონის ომების შემდეგ, ეს ძალიან სერიოზული გამოცდა იყო. ბევრ ქვეყანაში, შიმშილობის ფონზე, სხვადასხვა ეპიდემია და საერთო მღელვარება განვითარდა.

შვეიცარიაში ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის შემოღება მოუწია. ევროპის ერთ-ერთ ყველაზე აყვავებულ ქვეყანაში ადამიანები ერთმანეთს საკვების გამო კლავდნენ და მაროდიორების იყვნენ დაკავებულები. პატარა ირლანდიაში სამი წლის განმავლობაში, შიმშილისა და ავადმყოფობის გამო, დაახლოებით, 100 ათასი ადამიანი დაიღუპა.

შიმშილისგან და არეულობისგან თავის დასაცავად, ათიათასობით ევროპელმა საკუთარი სახლი დატოვა და ამერიკაში გაიქცა. მათ არ იცოდნენ, რომ იქ, თითქმის, იგივე პრობლემები ელოდათ.

„წლები ზაფხულის გარეშე“ საკუთარ თავზე აზიამაც გამოცადა. 1816 წელს ინდოეთის ბენგალიში ქოლერის ეპიდემია დაიწყო, რომელიც კლიმატის ცვლილების გამო, მუტაციის შედეგად განვითარდა. დაავადების წინაშე უძლურები აღმოჩნდნენ როგორც ადგილობრივები, ისე კოლონიზებული სამხედროებიც. ბრიტანული ჯარის შემადგენლობის, თითქმის, მესამედმა, რომელიც ინდოეთის შტატებში იყო განლაგებული, ეპიდემია ვერ გადაიტანა.

აშკარაა, რომ დღეს მასობრივი გაციების ან დათბობის შედეგები კატასტროფული იქნება, ვინაიდან მასშტაბი და შეუქცევადობა გაცილებით განსხვავებულია. ჩვენ უკვე ვიხდით საფასურს არასათანადო ქცევისთვის ჩვენი პლანეტის მიმართ და შესაძლოა, მალე მან პასუხი გვაგებინოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები