კრისტინ ჩაბაკი – ტელეწამყვანი, რომელმაც თავი პირდაპირ ეთერში მოიკლა
1974 წლის 15 ივლისს WXLT-TV-ის ეთერში ისეთი რამ მოხდა, რაც საზოგადოებას დიდხანს დაამახსოვრდა. გადაცემა Suncoast Digest-ის წამყვანმა, ჟურნალისტმა კრისტინ ჩაბაკმა პირდაპირი ტრანსლაციის დროს, მოულოდნელად, რევოლვერი ამოიღო და თავი მოიკლა.
ის დილა ჩვეულებისამებრ დაიწყო – კრისტინი სამსახურში მივიდა, სადაც საკუთარი შოუ ჰქონდა. დილის გადაცემა – Suncoast Digest – ადგილობრივ ცნობილ ადამიანებს და კრიმინალური სამყაროს ახალი ამბების მოკლე მონახაზს ეძღვნებოდა.
პროდიუსერები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მაყურებელს აინტერესებდა, რა უკანონობა ხდებოდა ფლორიდაში, ამიტომ ისინი ისინი ყოველთვის სთხოვდნენ ჩაბაკს, მომხდარი დეტალურად მოეყოლა.
ტრაგედიამდე, დაახლოებით, ერთი თვით ადრე ტელეწამყვანმა რედაქტორს მიმართა თხოვნით, გაეშვათ სიუჟეტი თვითმკვლელობის შესახებ, სხვა განმარტება მას არ მიუცია. თანხმობის მიღების შემდეგ კრისტინი შერიფთან წავიდა. ის ბევრ კითხვას უსვამდა მისთვის საინტერესო საკითხზე. ძირითადად, ახალგაზრდას აინტერესებდა, თვითმკვლელობის რომელი ხერხი იყო ყველაზე ეფექტური.
გარკვეული დროის შემდეგ ტელეწამყვანმა კოლეგას, რობ სმიტს მოუყვა, რომ რევოლვერი შეიძინა. მან განმარტა, რომ ეს თვითმკვლელობის მიზნით გააკეთა, მაგრამ მამაკაცმა არ დაუჯერა კრისტინის, ხოლო მისი აღიარება წარუმატებელ ხუმრობად ჩათვალა…
დილით, 15 ივლისს კრისტინს შოუს ეთერში სისხლიანი ამბების მოყოლა უნდა დაეწყო. რესტორანზე საუბრის დროს, სადაც სროლა მოხდა, ტელეარხზე ტექნიკური შეფერხება მოხდა. მაშინ ტელეწამყვანმა თავისი ბოლო სიტყვები წარმოთქვა:
„არხის პოლიტიკის მხარდაჭერით, რომელიც დაფუძნებულია სისხლისა და ნაწლავების ყველა ფერში ჩვენებაზე, თქვენ იქნებით პირველი მაყურებელი, ვინც იხილავთ თვითმკვლელობის მცდელობას პირდაპირ ეთერში“.
საუბრის დასრულების შემდეგ კრისტინმა რევოლვერი ამოიღო, საფეთქელთან მიიდო და გაისროლა. ყველაფერი იმდენად სწრაფად და მოულოდნელად მოხდა, რომ ბევრი მისი კოლეგა თავიდან ვერც მიხვდა, რომ ის დაიღუპა. ოპერატორ ჯინ რიდს ეს ხუმრობა ეგონა. კრისტინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 14 საათის შემდეგ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა. ის მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომლის თვითმკვლელობაც პირდაპირ ეთერში აჩვენეს.
საქმის გამოძიების მსვლელობისას სამართალდაცავებმა გაარკვიეს, რომ ჩაბაკი დიდხანს ებრძოდა დეპრესიას და ადრეც ჰქონდა სუიციდის მცდელობა. გოგონას მიდრეკილების შესახებ დედამისმა იცოდა. ის ამჯობინებდა, ეს ინფორმაცია საიდუმლოდ შეენახა, ვინაიდან ეშინოდა, რომ კრისტინს სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ. კილეგებმა ასევე დაადასტურეს, რომ გოგონა ხშირად იყო დათრგუნული. ის პირადი ცხოვრების არარსებობაზე სულ დარდობდა და საკუთარ თავს აკრიტიკებდა.
მიუხედავად ყველაფრისა, კრისტინს არცერთი ნაცნობი არ თვლიდა ამ პრობლემას რეალურად. ჩაბაკის ძმა იხსენებდა, რომ მის დას ბიპოლარული აშლილობის ბევრი ნიშანი ჰქონდა, მაგრამ იმ დროისთვის ეს დიაგნოზი ფსიქიატრიულ საზოგადოებაში აღიარებულიც კი არ იყო.
ტრაგედიის მერე, რომელიც პირდაპირ ეთერში მოხდა, შოუს რეჟისორმა, მაიკ სიმონსმა სცენარში ჩაიხედა, რომელიც ჩაბაკმა მოამზადა. მასში გაწერილი იყო ოთხი მოკლე ახალი ამბავი, მისი ბოლო სიტყვები და უშუალოდ თვითმკვლელობა. გარდა ამისა, სცენარის მიხედვით, შოუ უნდა გაგრძელებულიყო. წამყვანის როლი საკუთარ თავზე, კრისტინის ჩანაფიქრის მიხედვით, ტექნიკურ დირექტორს უნდა აეღო.