“ფოტოს გადასაღებად არავინ დამიპატიჟებია, საერთოდაც, არავინ არსად მომიწვევია”, – ასე გამოეხმაურა რუსეთის პირველი დიპლომატი, სერგეი ლავროვი ცნობებს, რომ ბალიში, G20-ის ფარგლებში დიპლომატებმა მასთან ერთად ერთობლივ ტრადიციულ ფოტოს გადაღებაზე უარი თქვეს.
“რაც შეეხება ჩემთან შეხვედრების შესახებ განცხადებებს, განცხადებებს, რომ ჩემთან ერთად სურათებს არ გადაიღებენ – მე ხომ არავინ დამიპატიჟებია გადასაღებად და საერთოდაც არავინ არსად არ დამიპატიჟებია. ინდონეზიამ დამპატიჟა”, – განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს.
მედია წერს, რომ, G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის ფარგლებში, რომელიც 7 ივლისს გაიხსნა, 20 ქვეყნის დიპლომატმა ტრადიციულ ერთობლივ ფოტოზე თქვა უარი. ამის მიზეზია ბლინკენის და სხვა დასავლელი დიპლომატების მიერ ლავროვისთვის გამოცხადებული პროტესტი.