წყაროს ქუჩაზე სპორტული მოედანი ეწყობა

გლდანის რაიონში, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მედრია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სრულიად ახალი სპორტული მოედანი, ამჯერად, წყაროს ქუჩაზე, დაახლოებით, 350 კვ. მეტრ ფართობზე განთავსდება. სამუშაოების დაწყებას გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი – ზურაბ ქაშიაშვილი გაეცნო, მოსახლეობას შეხვდა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„გლდანის რაიონში ჯანსაღი და სპორტული წესის დამკვიდრების მიზნით, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციას განვაგრძობთ. მალე ჩვენს რაიონს კალათბურთის კიდევ ერთი და ფეხბურთის ორი მოედანი შეემატება. მათ შორის, წყაროს ქუჩაა, სადაც აქამდე მსგავსი სივრცე არ არსებობდა.

იმედი მაქვს, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა სპორტული სივრცით აქტიურად ისარგებლებს“, – განაცხადა ზურაბ ქაშიაშვილმა. პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 94 304 ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები