ევროპოლმა, 22 ქვეყანაში მასშტაბური ოპერაციის ფარგლებში, ადამიანებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 130 ადამიანი დააკავა.
ამის შესახებ უწყების ვებ-გვერდზეა ნათქვამი.
ევროპოლის ინფორმაციით, ივნისის პირველ ნახევარში პოლიციის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, ასევე, ტრეფიკინგის 100-ზე მეტი მსხვერპლი გამოვლინდა.
ოპერაციის ფარგლებში, რომელიც კოორდინებული იყო ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოს Frontex-ის მიერ, თითქმის 1 მილიონი ადამიანი და ხმელეთზე, ზღვასა და საჰაერო საზღვრებზე 200 ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალება შემოწმდა. ოპერაცია თითქმის ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში დაახლოებით 22,5 ათასი სამართალდამცავი იყო ჩართული.