დიდ დიღომში დავარის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საბურთალოს გამგეობა დიდ დიღომში, დავარის ქუჩაზე საგზაო სამუშაოების ახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 849 მეტრზე სანიაღვრე სისტემა მოეწყობა და 8 200 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე – კახა გულედანი საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად გაეცნო. ამ დროისთვის, დავარის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.
აღნიშნულ ქუჩაზე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. გასულ წელს ქუჩის ზედა მონაკვეთი მოწესრიგდა, ახლა კი ქუჩის დარჩენილი ნაწილი კეთილმოეწყობა. პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 900 000 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები