ილია მეორე: ლევან კბილაშვილი სრულიად ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან და თან გაიყოლა მრავალთა გულისტკივილი

“სიონის ტაძრის მგალობელი, ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი, ბოლო დროს კი საესტრადო ჟანრში მოღვაწე ლევან კბილაშვილი სრულიად ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან და თან გაიყოლა მრავალთა გულისტკივილი”,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილშია ნათქვამია.

“გამორჩეული ხმისა და სულიერი სამყაროს მქონე ეს პიროვნება ჯერ კიდევ ძიების პროცესში იყო და მრავალი ჩანაფიქრი დარჩა განუხორციელებელი, თუმცა ღვთის წინაშე სურვილიც საქმედ შეერაცხება.

აღვავლენთ ლოცვებს ლევანის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მის მშობლებს, და-ძმასა და ახლობლებს მოანიჭოს ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრიც ლევანი უკვე გახდა”,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები