მეტეხის ხიდის რეაბილიტაციის გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერია მეტეხის ხიდის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მეტეხის ხიდის თაღის რეაბილიტაცია იწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, 18 ივნისს 00:00-დან 06:00 საათამდე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მეტეხის ხიდის ქვედა მხარეს, გზის სავალი ნაწილის ერთ ზოლზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება. სამუშაოებიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის შეზღუდვები პერიოდულად იმოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები