სასამართლომ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ თურქ ბიზნესმენს, გალიფ ოზთურქს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე კოტე ჭიკაიამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დაცვის მხარის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. როგორც ისინი აცხადებენ, გალიფ ოზთურქის წინააღმდეგ პროკურატურის ბრალდება უსაფუძვლოა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება.
აღნიშნულზე გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტებზე მიმდინარეობს.