გორის სასამართლომ 11 წლის მოზარდის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ 11 წლის მოზარის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულის ადვოკატი 10 ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა მომხდარი უარყო და განაცხადა, რომ მოზარდმა ამბავი გამოიგონა. პროკურატურის ვერსია კი განსხვავებულია.

შეგახსენებთ, შემთხვევა შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. 11 წლის ბიჭმა დედას უამბო, რომ თანასოფლელმა მამაკაცმა მასზე ერთი წლის წინ იძალადა.

ბრალდებული სამართალდამცველებმა 31 მაისს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები