კაკულიების ადვოკატი: ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ნაწილში ბრალის დამძიმება არ მოხდება
კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში მყოფი, დაკავებული ძმების, გუგა და დავით კაკულიების ადვოკატი, გიორგი ანთაძე მათთვის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ნაწილში ბრალის დამძიმებას გამორიცხავს.
პროცესის დაწყებამდე ანთაძემ განაცხადა, რომ კაკულიების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.
“მკვლელობის მცდელობის ნაწილში მტკიცებულება დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით კი არა, ჭორაობის სტანდარტითაა. არ არის წარმოდგენილი. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ამ საქმეზე საბოლოო შედეგად მივიღებთ იმას, რომ აღნიშნული პირები ბრალდების ამ ნაწილში აუცილებლად გამართლდებიან”, – განაცხადა ანთაძემ.
ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართალსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.
შსს-ს ცნობით, გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.